„დღეს ნიკა გადასარევი ადამიანია... ჩვენ ვაპატიეთ ერთმანეთს“ - ნეკა დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილზე
1760898292
"ევროპის ისტორია იქმნება. მივესალმებით ევროკომისიის დადებით დასკვნას, რომ ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება „ტვიტერში“ წერს.
„ეს იქნება ევროპული ლიდერობის ნათელი დადასტურება და უდიდესი სტიმული უკრაინის შემდგომი გარდაქმნებისთვის,“ - წერს კულება.
ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის პრეზიდენტმა გააკეთა.