ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული მეორე ახალგაზრდის ვინაობაც ცნობილია
1793737694
მმართველ გუნდში ევროპაში მიმდინარე ძალადობრივ საპროტესტო აქციებს კიდევ ერთხელ ეხმიანებიან.
როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოში "მოლოტოვის კოქტეილების" სროლას "სამართლიან პროტესტს" ეძახდნენ, დღეს საკუთარ ქვეყნებში მსგავს ქმედებებს მკვლელობის მცდელობად აფასებენ და თვლიან, რომ ევროპაში მიმდინარე პროცესები სწორედ იმ ძალადობის შედეგია, რომელსაც კონკრეტული ძალები აქამდე საქართველოში აქეზებდნენ.
"ევროპის არაერთ ქალაქში ათასობით ადამიანია დაკავებული არეულობის და იმ დანაშაულების გამო, რომლებსაც ჩადიოდნენ, მათ შორის საფრანგეთში, ადამიანი, რომელმაც "მოლოტოვის კოქტეილი" ისროლა, ის ბრალდებული არის ადამიანის დაწვის და მკვლელობის მცდელობაში და როდესაც ამას ვუყურებთ საფრანგეთის შემთხვევაში, ხოლო საქართველოს შემთხვევაში პირიქით, იწყალებდნენ, ახალისებდნენ, აგულიანებდნენ გრიგორიადისს, რომელმაც ასევე "მოლოტოვის კოქტეილი" ისროლა, თავისთავად ერთადერთი აზრი, რაც გვიჩნდება არის, რომ სწორედ ამ დანაშაულის თანამონაწილეები არიან ყველა ის ევროპელი პოლიტიკოსი თუ ბიუროკრატი, რომელიც ლაზარე გრიგორიადისს აგულიანებდა და ამხნევებდა", - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა.