1734778532
ევროპარლამენტის რეზოლუციით ქართული საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, რა პრეტენზიებს უყენებენ საქართველოს ხელისუფლებას,ეს პრეტენზია დაკავშირებულია სწორედ რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან - ნიკოლოზ სამხარაძე
ევროპარლამენტი დიდი ორგანიზაციაა, თუმცა ამ ადამიანების უმრავლესობას, ვინც რეზოლუციას ხმა მისცა, ეს რეზოლუცია საერთოდ წაკითხულიც არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა
სამხარაძის თქმით, ხშირად რეზოლუციას ხმას პარტიულად აძლევენ და გუშინდელმა დებატებმაც დაადასტურა, რომ დარბაზი ცარიელი იყო.
ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე მსგავსი რეზოლუციის მიღება პირდაპირი ჩარევაა საქართველოს საარჩევნო პროცესში, ისიც ითქვა, რომ დამკვირვებლების დელეგაციას რომ გამოაგზავნიან, ქართულმა მხარემ როგორ უნდა მიიღოს, როგორც ნეიტრალური, ობიექტური და მიუკერძოებელი დამკვირვებელიო. ამ პოზიციას სრულიად ვეთანხმები. რა თქმა უნდა, თუ პრეტენზია აქვთ, რომ მიუკერძოებელი და ნეიტრალური დამკვირვებელი არიან, ასეთი რეზოლუციით არ უნდა გამოდიოდნენ. ევროპარლამენტი დიდი ორგანიზაციაა, თუმცა ამ ადამიანების უმრავლესობას, ვინც რეზოლუციას ხმა მისცა, ეს რეზოლუცია საერთოდ წაკითხულიც არ აქვს. ეს ასე ხდება ხოლმე. ხშირად რეზოლუციას ხმას პარტიულად აძლევენ და გუშინდელმა დებატებმაც დაადასტურა, რომ დარბაზი ცარიელი იყო და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გამოვიდა. ქართული საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, თუ რა პრეტენზიებს უყენებენ საქართველოს ხელისუფლებას. ეს პრეტენზია დაკავშირებულია სწორედ რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან“, – განაცხადა სამხარაძემ.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 495-მა ევროდეპუტატმა, 73 წინააღმდეგი იყო, 86-მა კი თავი შეიკავა.