პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა. ჩვენი მიზანია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი და მისი წევრი ვერ გახდება ქვეყანა, რომლის სასამართლო ნებისმიერი ევროპარლამენტარის განცხადების მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას და არა საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობის მიხედვით, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ ჩართვისა ევროპარლამენტარ მაიკლ გალერზე საუბრისას განაცხადა.
მან სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„როდესაც საუბრობენ კლანზე, კლანი არის სწორედ ის, როდესაც გადაწყვეტილებას იღებს არა მოსამართლეს, თავისი სინდისის, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების მიხედვით, არამედ გადაწყვეტილება მიიღება სხვა კაბინეტში და შემდეგ ხდება კარნახი მოსამართლისთვის, რომელიც უბრალოდ, წერს ამ გადაწყვეტილებას, როგორც ეს ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში - გადაწყვეტილებას იღებდა მიხეილ სააკაშვილი და შემდეგ აფორმებდა ზურაბ ადეიშვილი. მოსამართლეს შემდეგ ქაღალდზე გადაჰქონდა და გამოაცხადებდა ამ გადაწყვეტილებას. მსგავსი რამ დემოკრატიულ ქვეყანაში დაუშვებელია. საქართველო ადგას დემოკრატიის, ევროპის გზას და ეს ვერ და არ მოხდება.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით იგი ევროპარლამენტარ მიხეილ გალერის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში ჩარევა წარმოუდგენელია.
„აბსოლუტურად აღმაშფოთებელია, გაუგონარი და ცინიკურია განცხადება, რომელიც ევროპარლამენტარმა მიხეილ გალერმა გააკეთა. მან გადაწყვიტა პირდაპირ ჩაერიოს საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობაში და მოუწოდა სააპელაციო სასამართლოს, გააუქმოს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც თურმე, მოსწონს ბატონ მაიკლ გალერს. ეს არის დაუშვებელი. მსგავსი ჩარევა სასამართლო სისტემაში წარმოუდგენელია და ეს გალერი თუ ჩვენ გვიყურებს კოლონიასა და მეორეხარისხოვან ქვეყანას, მაშინ ბოდიში უნდა მოიხადოს. ამ სიტყვებს იმიტომ ვამბობ, რომ ვერც ეს ადამიანი და ვერც რომელიმე სხვა ევროპარლამენტარი ვერ გაბედავს თავისი ქვეყნის სასამართლოს მსგავსი დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი წინადადებით მიმართოს. ნუ შეგვხედავენ ჩვენ, როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანას. ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა. ჩვენი მიზანია, გავხდეთ ევროკავშირის წევრები და მისი წევრი ვერ გახდება ქვეყანა, რომლის სასამართლო ნებისმიერი ევოპარლამენტარის განცხადების მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას და არა საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობის მიხედვით“, - განაცხადა სოზარმა.