გელა ბარკალაია მიმართვას ავრცელებს
1764877955
ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე სახელწოდებით „ბრძოლა ევროპის სულისთვის“ ერთ-ერთი პანელური სესია დიფ სთეითთან ბრძოლის აუცილებლობას დაეთმო. სიტყვით გამოვიდა ფრანგი ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ დიფ სთეითის ნაწილი ევროკომისიაში იმალება და საჭიროა ამ ინსტიტუტის ტრანსფორმაცია. ევროდეპუტატის თქმით, ევროკომისია იქცა ადგილად, სადაც რეალობა იდეოლოგიამ ჩაანაცვლა.
„ევროპაში გარდამტეხი მომენტია. ჩვენ, პატრიოტებს, შეგვიძლია უმრავლესობაში მოვიდეთ ყველგან. შეგვიძლია ევროკავშირში ძალაუფლების ახალი ბალანსი შევქმნათ, განსაკუთრებით ევროკომისიაში. ეს არის ადგილი, სადაც დიფ სთეითის ზოგიერთი აქტორი იმალება. ჩვენ ის სიღრმისეულად უნდა გარდავქმნათ, რომ ხალხს ემსახურებოდეს და არა ტექნოკრატებს. ამჟამად ეს არის ადგილი, სადაც ტექნოკრატები საარჩევნო ანგარიშვალდებულებას ემალებიან და სადაც რეალობა იდელოგიამ ჩაანაცვლა. დიფ სთეითის ტრანსპორმაცია ახალი თაობის ლიდერების აღზრდას საჭიროებს“, - განაცხადა მარიანიმ.
ამავე კონფერენციაზე ისაუბრეს ბრიტანული დიფ სთეითის გამოწვევებსა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობიდან დიფ სთეითის რადიკალურად აღმოფხვრის საჭიროებაზე.