1791316484
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: საქართველოდან მიღებული ინფორმაციით, დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მცირე რეალური ეფექტი ჰქონდა
პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა (EPP) აცხადებს, რომ საქართველოდან მიღებული ინფორმაციით, დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მცირე რეალური ეფექტი ჰქონდა.
ბრეიზამ გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს საქართველოს შესახებ კითხვა დაუსვა: განიხილავს თუ არა კომისია უვიზო მიმოსვლის უფრო ფართოდ შეჩერებას და არსებობს თუ არა რეალური შანსი, რომ საბჭოში მიზანმიმართულ სანქციებზე შეთანხმდნენ“.
კითხვის საპასუხოდ კოსმა აღნიშნა, რომ მომავალ კვირას საქართველოს შესახებ სპეციალური დისკუსია გაიმართება.
„მომავალ კვირას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში საქართველოზე სპეციალურ დისკუსიას გვექნება. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ“, – განაცხადა კოსმა.










