1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ევროპარლამენტის წევრი, ჩეხი დეპუტატი მარკეტა გრეგოროვა თბილისში, პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადებას ავრცელებს.
„მე მრავალი სიტყვიერი თავდასხმა მივიღე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან ჩემი პარტიის პოპულარობის გამო, რომელსაც 40 % არ აქვს. ნება მიბოძეთ გითხრათ, ირაკლი ღარიბაშვილო, ჩვენ არასდროს გამოგვიყენებია წყლის ჭავლი ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. შეწყვიტეთ ეს სიგიჟე, შეაჩერეთ „უცხოური აგენტების“ კანონი. ტაშს ვუკრავ ამ მამაც ხალხს“, – წერს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა და აქვე ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ იყენებენ წყლის ჭავლს პარლამენტთთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე მიიჩნევს, რომ „უცხოური აგენტების“ კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური გზის გაგრძელებას.
„საქართველო ეკუთვნის ევროპას. „უცხოური აგენტების“ კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური გზის გაგრძელებას.
ჩემი თხოვნა საქართველოში ყველა პასუხისმგებლიან პოლიტიკოსს, განსაკუთრებით მმართველი პარტიიდან – გთხოვთ, მოუსმინეთ თქვენს ხალხს. ნუ ჩაშლით თქვენი ქვეყნის მომავალს”, – წერს ევროპარლამენტის წევრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
„ევროკავშირის დროშის მამაცურად ფრიალი. საქართველოს ხელისუფლებამ ეს მინიშნებად უნდა მიიღოს.
დღეს რუსული სტილის უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღება არის ხმა საქართველოს ევროკავშირში პერსპექტივის წინააღმდეგ, დემოკრატიის წინააღმდეგ და ქვეყნის საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. საქართველო ევროპაა“, - წერს ევროპარლამენტის წევრი, ტეის როიტენი.