როგორი ამინდი შენარჩუნდება დღეს - პროგნოზი რეგიონების მიხედვით

ამინდი

8 მარტს ქუთაისში +19 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ნალექიანი დღე იქნება ოზურგეთში, სადაც დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გამოიდარებს ფოთში და დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია უნალექო დღე, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +9 გრადუსია, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია უნალექო დღე.

უნალექო დღე იქნება ბორჯომში, დღისით +12 ღამის ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში მზიანი ამინდი და +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. თოვლია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +3, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ნალექიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +11 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +12 გრადუსი და მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი.