პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთმა აირჩია ომის წამოწყება, მიუხედავად ჩვენი ყველა ძალისხმევისა, თავიდან აგვერიდებინა ის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბლინკენის თქმით, მიიღეს გარანტიები, რომ უკრაინა იარაღის სისტემებს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების გასანადგურებლად არ გამოიყენებს.
„რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და არა პირიქით. მარტივად რომ ვთქვათ, ესკალაციის ასარიდებლად რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს აგრესია და ომი, რომელიც წამოიწყო. რაც შეეხება იარაღის სისტემებს, რომლებსაც მივაწვდით, უკრაინელებმა მოგვცეს გარანტიები, რომ არ გამოიყენებენ ამ სისტემებს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების გასანადგურებლად. უკრაინასა და აშშ-ს შორის არის დიდი ნდობა, ისევე, როგორც ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. ასევე, მინდა, ვთქვა, რომ ამ აგრესიის განმავლობაში და მანამდეც პრეზიდენტი ბაიდენი იყო მკაფიო პრეზიდენტ პუტინთან საუბრისას, რას გააკეთებდა აშშ, თუ რუსეთი განახორციელებდა აგრესიას, მათ შორის, რომ მიაწვდიდა უკრაინას თავდაცვის სისტემებს რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად. ეს არ იყო დამალული. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ვთქვით. და ისევ რუსეთმა აირჩია ომის წამოწყება, მიუხედავად ჩვენი ყველა ძალისხმევისა, თავიდან აგვერიდებინა ის. მათ შორის, ვაწარმოეთ საკმაოდ დაძაბული დიპლომატია თვეების განმავლობაში. მათ შეეძლოთ, დაესრულებინათ ნებისმიერ დროს და თავიდან ავირიდებდით ნებისმიერ წუხილს ესკალაციისა და არასწორი ინტერპრეტაციის შესახებ“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.