„შენი ლამაზი თვალები როგორ უნდა იყოს დახუჭული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1778529855
კრემლში აცხადებენ, რომ აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ცეცხლზე ნავთის დასხმაა. აღნიშნულის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას RIA ავრცელებს.
„ჩვენ უკვე ვთქვით, აქ ახალი არაფერია. მიგვაჩნია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ცეცხლზე ნავთს ასხამს მიზანმიმართულად და მონდომებით. აშშ, ცხადია, ნამდვილად იცავს ხაზს ებრძოლოს რუსეთს უკანასკნელ უკრაინელამდე.
ასეთი მიდგომა ხელს არ უწყობს უკრაინის ხელისუფლებაში სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების შესახებ სურვილის გაღვიძებას. ამიტომ, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ნეგატიურად ვუყურებთ“, – განაცხადა პესკოვმა.