ბაბი კირკიტაძემ „ღამის შოუს ბენდი“ დატოვა - რა ხდება ცნობილი შოუს ანონსიდან?
1792783804
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზთან ახლოს მდებარე ქალაქ ტრაპში მომხდარ სროლას „ტერორისტული და რასისტული“ თავდასხმა უწოდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„დღეს მომხდარი, როგორც გეუბნებით, გარდამტეხი მოვლენაა, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტერორისტული აქტი დაიგეგმა ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი შვილების მოსაკლავად მათი კანის ფერისა თუ რელიგიის გამო“, - განაცხადა მაკრონმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
სროლა პარასკევს მოხდა. შეიარაღებულმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა ბენზინგასამართ სადგურზე, სამედიცინო ცენტრსა და საბავშვო მოედანზე.
ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 39 წლის კევინ ტ., დაკავებულია.
როგორც Reuters-ი იუწყება, ინციდენტი საფრანგეთში განსაკუთრებით დაძაბულ ვითარებაში მოხდა. გასულ შაბათს ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციები ძალადობაში გადაიზარდა, მომდევნო შაბათ-კვირას კი ახალი დემონსტრაციებია დაგეგმილი. 17 ოქტომბერს საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში მაღაზიების ძარცვისა და ვანდალიზმის ფაქტების გამო ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსების ნაწილმა პასუხისმგებლობა იმიგრაციას დააკისრა.
მაკრონის განცხადებით, თავდამსხმელი ზოგიერთ ადამიანს განზრახ არ ესროდა მათი კანის ფერისა და გარეგნობის გამო.
სროლის ფაქტზე გამოძიება ოფიციალურად საფრანგეთის ანტიტერორისტულმა პროკურატურამ დაიწყო.
ფრანგული მედიის ცნობით, სროლის შედეგად ერთ-ერთ დაშავებულს, 12 წლის გოგონას რვა ტყვია მოხვდა და მისი მდგომარეობა მძიმეა.
ტრაპის მერმა ალი რაბეჰმა, რომლის მშობლებიც მაროკოდან არიან, თავდასხმას „რასისტული“ და „ისლამოფობიური“ უწოდა.
მან საზოგადოებას მოუწოდა, ერთობლივად დაგმონ ისეთი რიტორიკა, რომელიც, მისი თქმით, მსგავსი ქმედებების ჩამდენ ადამიანებს იდეოლოგიურად ამზადებს და ძალადობისკენ უბიძგებს.