ეუთო-მ მინსკის ჯგუფი ოფიციალურად გააუქმა

ეუთო

„ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ“ (ეუთო) მინსკის ჯგუფი ოფიციალურად გააუქმა.

განცხადების თანახმად, ეუთო-მ ოფიციალურად დაასრულა მინსკის პროცესი და დაიშალა მასთან დაკავშირებული სტრუქტურები 2025 წლის 30 ნოემბრის 23:59 საათის მდგომარეობით.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინსკის ჯგუფი ეუთო-ს ფინეთის თავმჯდომარეობისადმი სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი მიმართვის შემდეგ გაუქმდა.

მინსკის ჯგუფი 1992 წელს შეიქმნა ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად რუსეთის, აშშ-ისა და საფრანგეთის თანათავმჯდომარეობით. აზერბაიჯანი, დიდი ხანია, მოითხოვდა „მინსკის ჯგუფის“ დაშლას, როგორც სომხეთთან ფორმალური სამშვიდობო შეთანხმების წინაპირობას.