დღევანდელი კონფერენციის მიზანი გახლავთ იმ სატრანსპორტო და ურბანული პრობლემების განხილვა, რომლის წინაშეც დგანან ქალაქები - ნინი ბაგაშვილი

ნინი ბაგაშვილი

ბუდაპეშტში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს თბილისის მერი. დღეს დაგეგმილია კახა კალაძის შეხვედრა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. დედაქალაქის მერი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში, რომელიც ევროპის ქალაქების ურბანულ განვითარებას ეხება. კახა კალაძე დელეგატებს სიტყვით მიმართავს.

"დღევანდელი კონფერენციის მიზანი გახლავთ იმ სატრანსპორტო და ურბანული პრობლემების განხილვა, რომლის წინაშეც დგანან ქალაქები. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი კონფერენციების მოწყობა, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქებს შორის ხდებოდეს იმ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რაც მათ აქვთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქალაქისთვის, იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც აქვს მაგალითად ბუდაპეშტს, ვენას, რომლის წარმომადგენელიც ასევე მიიღებს ამ კონფერენციაში მონაწილეობას, და ზოგადად, ერთმანეთისგან სწავლა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის საწინდარი“, - აცხადებს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ნინი ბაგაშვილი.