ზაალ მიქელაძე: ჩვენი სათქმელი თეთრმა სახლმა გააიოლა ერთი პოსტერით - BBC ყალბი ინფორმაციების სამჭედლოა!!!

ზაალ მიქელაძე

„დიფ-სთეითის" ელიტარულმა ძალებმა ,,სიკვდილის ცელი" წარუმატებელი ,„ენჯეოებიდან" დახელფასებულ ვაი ჟურნალისტებს გადააბარეს!, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე, რითაც ეხმიანება BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ქართულ პოლიციას ბრალდება მომწამლავი გაზის გამოყენება რადიკალური აქციის მონაწილეების მისამართით.

მისი თქმით, „პროქსი ომი“ არ დასრულებულა.

„ჩვენი სათქმელი თეთრმა სახლმა გააიოლა ერთი პოსტერით - BBC - ყალბი ინფორმაციების სამჭედლოა!!! „პროქსი ომი“ არ დასრულებულა!,,დიფ-სთეითის" ელიტარულმა ძალებმა ,,სიკვდილის ცელი" წარუმატებელი ,,ენჯეობიდან" დახელფასებულ ვაი ჟურნალისტებს გადააბარეს!“, - წერს ზაალ მიქელაძე.