ქუჩები თბილისში, სადაც ხვალ ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
1736185139
მმართველ გუნდში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველაზე დიდი სადამკვირვებლო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზაობას გამოხატავს.
"დელეგაციის ჩამოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეუთო-ს მხრიდან გამოხატულ პოზიციას, რომ შედგეს ახლად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებასთან, პრეზიდენტთან, მთავრობის ხელმძღვანელთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრები, რითაც ეუთო ცალსახად გამოხატავს მზაობას, რომ ითანამშრომლოს საქართველოსთან.
ეს ვიზიტი ხაზს უსვამს ეუთო-ს მხრიდან საქართველოს როლს, მის მნიშვნელობას და მისასალმებელია, რომ წელიწადი ასეთი მაღალი რანგის ვიზიტით იწყება", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ჩამოდის. როგორც ცნობილია, დელეგაციას პრეზიდენტი პია კაუმა უხელმძღვანელებს. ვიზიტი 8-10 იანვარს გაიმართება და ეს იქნება პრეზიდენტ კაუმას პირველი სტუმრობა საქართველოში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.