1782113410
ეს ტალახის სროლა არაფრის მომტანი არ არის, ჩემთვის უბრალოდ ძალიან საბრალო შესახედია იმდენად დაეცეს, სადამდეც ახლა არის - თაზო დათუნაშვილი მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, თაზო დათუნაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს პასუხობს, რომელმაც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ პარტია "ლელო" " ხაზარაძე-ჯაფარიძის ბიზნეს პროექტია.
დათუნაშვილის შეფასებით, მსგავსი რიტორიკით სააკაშვილი პოლიტიკურ ქულებს ვერ დაიწერს.
"მიხეილ სააკაშვილს პერიოდულად გამონათებები აქვს ხოლმე საღი აზრის და ერთ-ერთი ასეთი გამონათების დროს ნათქვამი აქვს, რომ სხვისი ლანძღვით პოლიტიკურ კაპიტალს ვერავინ დაიბრუნებსო და მის ამ ფრაზას ვეთანხმები, საკუთარ თავს მაინც დაუჯეროს ხოლმე პერიოდულად. შესაბამისად, ეს ტალახის სროლა არაფრის მომტანი არ არის, ამით დამატებით პოლიტიკურ ქულას ვერავინ დაიწერს. ჩემთვის უბრალოდ ძალიან საბრალო შესახედია იმდენად დაეცეს, სადამდეც ახლა არის," - აცხადებს პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი.









