ავიაკომპანია Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1751574709
ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა:
„ეს ქსენოფობიის თუ შოვინიზმის გარდა, ომის გარანტიის მიღების მცდელობაა!
მისმა სხვა თანამზრახველებმა იწვალეს, ხან ირიბად თქვეს, ხან - უფრო პირდაპირ, მერე თავი იმართლეს... ამ სიტყვების ავტორმა კი მკაფიოდ თქვა მათი სათქმელი, ყველასი ერთად!..
ვისაც აქამდე კიდევ რჩებოდა კითხვები, მათთვის რამდენიმე უმარტივესი ჭეშმარიტება:
რუსეთი ოკუპანტია!
საქართველოს ადგილი ევროპაშია!
ეს კი ქსენოფობიის გარდა, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული უპრეცედენტო პროვოკაცია, ბოროტება და ომში ჩათრევის ყველაზე მოკლე გზაზე სვლის პირდაპირი მოწოდებაა!“ - დაწერა მამუკა მდინარაძემ, სოციალურ ქსელში.