„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
სამტრედიაში უბედური შემთხვევა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურაში მცხოვრები, 21 წლის ხვიჩა ირემაძეა.
„საშინელი ტრაგედია ტრიალებს... ჩვენი ხვიჩა... ღმერთო, რით ვანუგეშოთ ოჯახი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს“, - წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო.