რა ხდება იტალიაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ
1741854651
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ატყუებდნენ სახელმწიფოს, რომ თითქოს ჰქონდათ ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა, რაც იყო ჩვეულებრივი ტყუილი, აფერა იმისთვის, რომ ბოლოს წაუგებელი ბიზნესი ჰქონოდათ, მერე 1,5 მილიარდს ითხოვდნენ და ეს ყველაფერი მხილებული იყო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„ეს თაღლითობა საერთაშორისო დონეზეც კი გასკდა და არა თუ 1,5 მილიარდი უნდა გადაგიხადონ საქართველოს მოქალაქეებმა იქით გადაუხადეთ ორ მილიონამდე ლარიო და ნახეთ, რომ ჩარიცხეს კიდევაც და ამით აღიარეს ის სამარცხვინო საქციელი, რაც მათ ჩაიდინეს 2016 წლიდან მოყოლებული, როდესაც ატყუებდნენ სახელმწიფოს, რომ თითქოს რაღაც შესაძლებლობა ჰქონდათ ინვესტიციების მოზიდვის, რაც იყო ჩვეულებრივი ტყუილი, აფერა იმისთვის, რომ ბოლოს წაუგებელი ბიზნესი ჰქონოდათ და მერე 1,5 მილიარდს ითხოვდნენ და ეს ყველაფერი მხილებული იყო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ეს პროექტი 2016 წელს დაიწყო და სახელმწიფომ 16-ჯერ შეცვალა ხელშეკრულება იმის გამო, რომ ხაზარაძე პირობებს ვერ ასრულებდა. კერძოდ, მას 120 მილიონი დოლარი უნდა ჩაედო თავისი წილის სახით პროექტში და 400 მილიონი დოლარის სესხი ეშოვა.
„ეს იყო მთელი პირობა, რაც უნდა გაეკეთებინათ და ატრიალეს წრეებზე სახელმწიფო. 120 მილიონი დოლარი ვერ იშოვეს ამხელა პორტის აშენებისთვის, რომ ჩაედოთ საკუთარი კაპიტალი და 400 მილიონი სესხი ვერ ნახეს. 2016 წლიდან 16-ჯერ შეაცვლევინეს ხელშეკრულება სახელმწიფოს და სახელმწიფოც წავიდა ამ დათმობებზე, ყველანაირად ხელს უწყობდა. ბოლოს განაცხადეს 2019 წელს, რომ ეგრე არ გვინდა, ფულს იმ პირობით ვიშოვით თუ გარანტირებული მოგება გვექნებაო. არ ვიცი, ახლა თქვენ არ ხართ, მაგრამ თქვენს გარშემო ვიღაც ხომ არის ბიზნესში? ასეთი ბიზნესის აწყობა თუ უნდა ვინმეს, რომ გარანტირებული მოგება ჰქონდეს? ამის გამო შეწყდა ხელშეკრულება და შეგახსენებთ მას შემდეგ, რაც ხაზარაძე და ჯაფარიძე მოვიდნენ პოლიტიკაში, ამის შემდეგ იჩივლეს არბიტრაჟში. პოლიტიკოსებმა, რომლებსაც უნდათ, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში იყვნენ და 3,7 მილიონი ადამიანის ხელისუფლება იყვნენ ამ ქვეყანაში, ამ პოლიტიკოსებმა უჩივლეს 3,7 მილიონ ადამიანს და 1,5 მილიარდი დოლარი მოსთხოვეს მათ, თითოეულ მოქალაქეს, ჩვენ მოგთხოვეს ეს ფული მას შემდეგ, რაც ისინი პოლიტიკაში მოვიდნენ. აქ ხომ ყველა სასამართლო წააგეს და იმ არბიტრაჟში, სადაც მათი მოსამართლეებიც იყვნენ, იმ არბიტრაჟმა უთხრა, რომ ეს არის უნამუსობა, რასაც აკეთებდნენ, რომ 1,5 მილიარდს სთხოვდნენ მოქალაქეებს, რომ ამოეღოთ ჯიბიდან და ჩაედოთ ჯაფარიძის და ხაზარაძის ჯიბეში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.