ეს ისტორიული შანსი და პასუხისმგებლობაა - პაპუნა ჯანელიძე მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმიანება

პაპუნა ჯანელიძე

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პაპუნა ჯანელიძე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ყოფილი მინისტრი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს გაერთიანდნენ თემის ირგვლივ, რათა მოხდეს საკითხის ლობირება ევროკავშირის სტრუქტურებთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.

„ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთება არის ძალიან კარგი.

მოვუწოდებ მთავრობას და ოპოზიციას, გვერდით გადადეთ ყველა უთანხმოება, გამონახეთ საერთო ფორმატი, რომლის მეშვეობითაც მოახდენთ საკითხის ლობირებას ევროკავშირის სტრუქტურებთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.

ეს არის ქართველი ხალხის მოთხოვნა, თქვენი ისტორიული შანსი და პასუხისმგებლობა“, - წერს პაპუნა ჯანელიძე სოციალურ ქსელში.