„ეს იქნება მცდელობა პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის“ - ბადრი ჯაფარიძე სადეპუტატო უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტაზე

ჯაფარიძე

„სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან კატეგორიული განცხადებები არ მოგვისმენია. თუ იქნება ამ მიმართულებით რაიმე მოძრაობა, ეს შეფასებული იქნება, როგორც მცდელობა პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის“, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„გუშინ ჩვენ გაგვამართლეს იმ ბრალთან დაკავშირებით, რომელიც სამი წელია წაყენებული გვაქვს, გუშინ რაღაც ახალი ბრალი გამოჩნდა. რაც შეეხება ჩემთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებას ვუსმინე, ისინი ამბობენ, რომ ამ თემას განიხილავენ, შეაფასებენ, მათგან რაიმე კატეგორიული განცხადება არ მომისმენია. თუ იქნება ამ მიმართულებით რაიმე მოძრაობა, ეს შეფასებული იქნება, როგორც მცდელობა პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის, მაგრამ ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ საკითხზე კატეგორიული განცხადება არ მომისმენია“, - განაცხადა ჯაფარიძემ.