რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
თუკი რამე არის ძვირფასი და ღირებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ეს არის დღევანდელი დღე, 9 აპრილი. ტრაგიკული მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც უცხო ძალამ, მაშინდელმა საბჭოთა კავშირმა, რუსეთმა ჩაახშო ის სულისკვეთება, რაც იყო ჩვენი ხალხის და საზოგადოების დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის სწრაფვის, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
„ეს დღე ეკუთვნის ყველას, ერს და ბერს, ყველა თაობას და 9 აპრილის მემორიალთანაც რა თქმა უნდა მოიძებნება ადგილი ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყანა. სწორედ ამიტომ არის დასანანი ის სიძულვილის ენა, ის ექსტრემიზმი, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ 9 აპრილის მემორიალთან. ეს არ არის ის, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რისთვისაც იბრძოდნენ 9 აპრილის გმირები და რაც მთავარია, ეს არ არის ის მომავალი, რაც წარმოგვიდგენია ჩვენს თაობას ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი სურვილია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები ყველამ ერთად აღვნიშნოთ, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ტიპის შეხედულებებისა“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.