VIDEO: თუ გაიკეთებთ თქვენი ნებაა, მაგრამ ეს უნდა იცოდეთ! ცაგარელი მამაკაცებს მიმართავს

ცაგარელი

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ სვირინგებს სხვადასხვა დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ არსებობს ქალისა და მამაკაცის ზონებით.

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ტატუმოყვარულებს რჩევით მიმართავს.

„მინდა ქალებს და მამაკაცებს ვთხოვო, გაითვალისწინონ – მარჯვენა მხარე ადამიანისა, არის მამაკაცური, ჰორმონალური ზეგავლენა მარჯვენაზე მეტია, მარცხენა ქალის.

მამაკაცი, რომელიც სვირინგს მარცხენა მხარეს იკეთებს, ამით ქალურ თვისებებს აძლიერებს და ქალი, როდესაც მარჯვენა მხარეს იკეთებს სვირინგს, მამაკაცურ თვისებებს აძლიერებს მასში.

ეს ასე თუ არ გინდათ, ან თქვენს, ან ხერხემლის შუა ზონასთან უნდა გადაიტანოთ ნებისმიერი სვირინგი, თუნდაც ვეფხვის გამოსახულებით“, – განაცხადა ცაგარელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.