დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ეხმაურება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს გამოყენებით რუსეთი სანქცირებული პროდუქციისთვის კონტრაბანდის არხებს ქმნის.
„ეს არის უზნეო პოლიტიკური შემოტევა და ქართველი ხალხის დიდი შეურაცხყოფა, თავი რომ დავანებოთ ხელისუფლების მიმართ ასეთ მტრულ გამოხტომას. მიუხედავად ამისა, რაც არ უნდა დაპირისპირების ნიშნები შეიმჩნეოდეს ორმხრივ ურთიერთობებში, რასაკვირველია, ჩვენი დახმარება პოლიტიკურ ველზე იქნება უცვლელი“, - აცხადებს ვოლსკი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობა რუსეთთან საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე შეთანხმდა.