დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ჩემი აზრით, ეს არის ერთგვარად პროვოკაციული განცხადება, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს გამოყენებით რუსეთი სანქცირებული პროდუქციისთვის კონტრაბანდის არხებს ქმნის.
როგორც სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, ეს არის უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადების გაგრძელება, რომლის მიხედვითაც „საქართველოს თუ უნდა რომ იყოს უკრაინის მეგობარი, უნდა გახსნას ცეცხლი“.
„თუნდაც დღევანდელ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც აბსოლუტურად მტკნარი და დაუსაბუთებელი ბრალდებაა, ამაზე გაკეთდა განცხადებები, ცალსახა, არაორაზროვანი, ერთმნიშვნელოვანი და კონკრეტული.
გნებავთ ახლა ვიღაცას რაღაც დავაბრალოთ და ვკითხოთ იმას, როგორ იმართლებს თავს? ასე არ არის სწორი, ბოდიშს ვიხდი, დააკვირდით, ფაქტიც არ მიუთითებიათ, ფორმულირებებს დააკვირდით, თქვეს, რომ თითქოს ჩვენ ვართ გარიგებული რუსეთთან, რომ ეს მომავალში უნდა გაკეთდეს, ისიც არ თქმულა, რომ ასეთი რამ მომხდარია. ეს არის, ჩემი აზრით, ერთგვარად პროვოკაციული განცხადება. ეს არის ზუსტად იმ რიტორიკის გაგრძელება, როცა ცოტა ხნის წინ, არც თუ პატარა თანამდებობის პირი ამბობდა, რომ საქართველოს თუ უნდა რომ იყოს უკრაინის მეგობარი, უნდა გახსნას ცეცხლი. ამის გაგრძელებაა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.