სუპერ ელ-ნინიო ძლიერდება - რას უნდა ველოდოთ 2027 წლისთვის
1788983856
ლატვიის ხელისუფლება ეძებს ბავშვს, რომელმაც ყულაბაში შეგროვილი თანხა უკრაინას შესწირა. ინფორმაციას ZMiST-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სანამ ბიჭი დანაზოგს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გაიღებდა, შემდეგი სიტყვები თქვა:
„მინდა, რომ უკრაინაში ადამიანები აღარ იხოცებოდნენ".
ასევე, როგორც მედია იტყობინება, ყულაბა რიგის ვიცე-მერმა კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს პირადად გადასცა. კლიჩკო იმდენად აღფრთოვანდა ბავშვის საქციელით, რომ რიგის ვიცე-მერს ბიჭის პოვნა სთხოვა.