უკრაინის ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არავინ ეკითხება და არც შეეკითხება, საქართველოს ხელისუფლებაში ვინ იქნება - ბექა დავითულიანი

ბექა დავითულიანი

"უკრაინის ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არავინ ეკითხება, საქართველოს ხელისუფლებაში ვინ იქნება და არც არასდროს შეეკითხება", –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნის, გერმანიის პრეზიდენტი უკრაინაში არ ჩაუშვა და დაადანაშაულა რუსეთთან კოლაბორაციაში. უნგრეთზე, რომელიც ნატოს და ევროკავშირის წევრია, ამბობს, რომ პუტინის აგენტურაა. მესმის, რომ ეს ქვეყანა ომშია, იქ ემოციების შეკავება უჭირთ და ყველა მხრიდან ფრონტის გახსნა სჭირდებათ, მაგრამ ცოტა რაციონალიზმი უნდა შეინარჩუნონ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა: „ქართველი ხალხი თუ ირჩევს მთავრობას, რომელიც მზადაა, დათანხმდეს, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი იურიდიულად საქართველოს არ ეკუთვნის, ეს ქართველი ხალხის არჩევანია“.