პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ეს არის უკრაინის ხელისუფლების მიერ შექმნილი კანონპროექტი, რომელსაც ისევე მიიღებს საქართველოს ხელისუფლება როგორც იქ შეიქმნა და როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, მოლდოვაც იმავეს აპირებს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, უფრო მეტ ხისტ პროპაგანდისტულ მეთოდს, ვიდრე „დეოლიგარქიზაციის ოცნებისეული ვერსიის“ დარქმევა, ოპოზიცია ვერ მიმართავდა.
მისივე თქმით, უკვირს იმ ადამიანების, ვინც ფიქრობს რომ ასეთ მდაბიო ტყუილს საზოგადოება მიიღებს, საზოგადოება არ ტყუვდება.
„ტვ პირველმა დაამატა მეხუთე კომპონენტი. უკრაინული კანონის მიხედვით არის ოთხი კომპონენტი. ამ ოთხი კომპონენტიდან სამ კრიტერიუმს თუ აკმაყოფილებს ადამიანი, ის მიიჩნევა ოლიგარქად. თქვენ დაამატეთ მეხუთე კომპონენტი, თუმცა, ეს კომპონენტიც რომ იყოს, პრაქტიკულად წარმოუდგენელია პოლიტიკიდან წასულ ადამიანს შეეხოს ეს. პოლიტიკაში ვინც არის, შეიძლება მას შეეხოს, მაგრამ პოლიტიკიდან გასულ ადამიანს ვინმეზე ზეგავლენა პოლიტიკაში ვერ დაბრალდება. ეს თქვენი მოგონილი ამბავია წლების განმავლობაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენ რატომ დაამატეთ ეს მეხუთე კომპონენტი? თქვენ ამბობთ, რომ თუკი ვინმეს ნაცნობობა ჰქონდა რომელიმე კონკრეტულ ადამიანთან, ეს ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ სხვა, ეს უნდა იყოს განმსაზღვრელი რაღაც გადაწყვეტილების სახელმწიფო დონეზე, ანუ პირადი ნაცნობობა უნდა იყოს განმსაზღვრელი. ასეთი არ მოუფიქრებია მსოფლიოში ჯერ არავის. ცივილიზებულ სამყაროზე ვსაუბრობ, თორემ შეიძლება ეს ჩრდილოეთ კორეაში მოაფიქრდა ვინმეს ან რუსეთში, მაგრამ ცივილიზებულ, დემოკრატიულ სამყაროში ასეთი არავის მოუფიქრებია. თუ ეს ოპოზიციის სიტყვებია, ისინი ფიქრობენ რუსულად ან ჩრდილო კორეულად. ნაცნობობა რაღაცის განმსაზღვრელი იყოს და ასეთი კავშირი, ეს არის რუსული, ან ჩრდილო კორეული მიდგომა. ავტორიტარული რბილი შეფასებაა ამისთვის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.