პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ოფისის მრჩეველი ალექსი არესტოვიჩი საქართველოს ძალის დემონსტრირებით ემუქრება და აცხადებს, რომ მათ მილიონამდე ნაბრძოლ ადამიანს პოსტსაბჭოთა სივრცეში მალე „საქმე გამოუჩნდება“. როგორც არესტოვიჩი დასძენს, უკრაინამ საქართველოსთან ერთად, სომხეთი და მოლდოვა უნდა გადაარჩინოს.
კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე „პრაიმტაიმთან“არესტოვიჩის განცხადებას უტაქტოს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს არის პირდაპირი ჩარევა სხვა ქვეყნის საქმეებში და რაც მნიშვნელოვანია, უგულებელყოფა იმ რეალობისა, რაც საქართველოში არსებობს.
„ეს ძალიან ცუდი ნათქვამია, რაც საქართველოში გაღიზიანების მეტს არაფერს არ გამოიწვევს. ახლა უკვე ზედმეტზე ზედმეტი მოსდის უკრაინის ხელისუფლებას. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოყალიბდეთ უკრაინელებს საქართველოს მიმართ. ეს არის პირდაპირი ჩარევა სხვის საქმეებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უგულებელყოფა იმ რეალობისა, რაც ქვეყანაში არსებობს.
არესტოვიჩი ამბობს, როცა ომი დამთავრდება, მივხედავთ აღნიშნულ ქვეყნებს. ეტყობა, სომხეთში აპირებენ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ომს. საქართველოში აპირებენ ხელისუფლების დამხობას და აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას და ა.შ. ამ ყველაფრის ზოგან ომით და ზოგან ძალის დემონსტრირებით. ეს არის უბრალოდ პოლიტიკური უზრდელობა“,- განაცხადა არეშიძემ.
ცნობისთვის, დღეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინას მალე ქართველების დახსნა მოუწევს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში, რაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ისინი უნდა გადაერთონ საქართველოს „შველაზე“.