ავიაკომპანია Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1751574709
„ეს არის რეზოლუცია, რომელიც ნამდვილად ასახავს ეუთოს წევრი სახელმწიფოების პოზიციას და სულისკვეთებას" - ასე ეხმაურება პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2025 წლის ანგარიშის მიღებას.
„ეს არის რეზოლუცია, რომელიც ნამდვილად ასახავს ეუთოს წევრი სახელმწიფოების პოზიციას და სულისკვეთებას, რაც გააჩნია ეუთოს სხვადასხვა წევრ სახელმწიფოს. შესაბამისად, ამბობს, რომ უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ პირობებში,“ - აცხადებს გრიგოლ გეგელია.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 2025 წლის ანგარიში მიიღო. „პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები“ - ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი. რეზოლუციაში წერია რომ ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, შეწუხებულია ჟურნალისტების, აქტივისტების და პოლიტიკოსების დაპატიმრებებით, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში, რათა იპოვოს გამოსავალი. დეკლარაციაში არის მოწოდება ახალ და სამართლიან არჩევნებზე. ტექსტში კრიტიკასთან ერთად საუბარია მხარდაჭერაზეც- ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გააუქმოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ.ლი დამოუკიდებლობის აღიარება.