1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
რიკოთზე ავარიის შედეგად სამი პოლიციელის გარდაცვალების ფაქტს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ერთ-ერთმა მოქალაქემ ამ ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში კომენტარი დაწერა და თქვა, რომ მას დღევანდელი პოლიციელები არ ეცოდება.
„სულ არ მეცოდება ბიძინას პოლიციელები. ხალხის პოლიცია არ არის. ყველა დღევანდელი პოლიცია ამოჟლეტილა, არ მეცოდება“,- წერდა ქალბატონი.
აღნიშნულ კომენტარს გიორგი გამსახურდია გამოეხმაურა.
„ეს არის ნაცბანდის რეალური სახე, კოლექტიური ხატია დეკანოიძე. ისე ხატიასაც, პირის გაღებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვურჩევ“,- დაწერა სოციალურ ქსელ ტვიტერში გიორგი გამსახურდიამ.
ცნობისთვის, 12 მარტს რიკოთზე ტრაილერი და საპატრულო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა.