ჯარიმა 500-დან 6000 ლარამდე - ვის შეეხება 1 ივნისიდან ახალი რეგულაცია
1780260672
"ეს არის ჩამოყალიბებული, კონსპირაციული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ამ ფსიქოლოგიური ტერორის კულტურის დანერგვას საქართველოში და იმ მთავარი მიზნის მიღწევას, რომ საზოგადოებაში ეს გახლეჩილი ფენები იყოს მუდმივი", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსთან დაკავშირებით, რომელიც საქმიანობას დღეიდან შეუდგა.
მისივე განცხადებით, ამ "ფსიქოლოგიური ტერორის" წინააღმდეგ საჭირო გახდა კანონის შემოღება.
"ეს არის ჩამოყალიბებული, კონსპირაციული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ამ ფსიქოლოგიური ტერორის კულტურის დანერგვას საქართველოში და იმ მთავარი მიზნის მიღწევას, რომ საზოგადოებაში ეს გახლეჩილი ფენები იყოს მუდმივი და არასდროს ჩვენს ქვეყანაში არ მოხდეს, თუნდაც უკვე შემდგომ თაობაში, საერთო ენის გამოძებნის გარკვეული სტანდარტის კვლავ დამკვიდრება.
ტერორია ეს, ფაქტობრივად, ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც ამ დესტაბილიზაციის საერთო გეგმაში მოიაზრება, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ამას კანონი დასჭირდა, რომ ეს ასე აღარ მოხდეს", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.