პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენება ივნისის ბოლო კვირაში წარედგინება

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოხსენება პარლამენტს ივნისის ბოლო კვირაში წარედგინება.

როგორც პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პრემიერის მოხსენების კონკრეტული თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„როგორც იცით, ივნისში გვექნება პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში და მოხსენება. თარიღს მოგვიანებით დავადგენთ ბიუროზე, თუმცა იქნება ივნისის ბოლო კვირას. 23 ივნისის სასესიო კვირაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.