ერთადერთი სწორი გამოსავალი არის უკრაინის ძალიან პრინციპული მხარდაჭერა - ლევან იოსელიანი

იოსელიანი

ერთადერთი სწორი გამოსავალი არის უკრაინის ძალიან პრინციპული მხარდაჭერა, მჭიდრო ურთიერთობაში ყოფნა ჩვენს დასავლურ პარტნიორებთან, რომ წინ აღვუდგეთ რუსეთის აგრესიას, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„პუტინის მთელი გამოსვლა აგებული იყო საბჭოთა კავშირის ნოსტალგიაზე. მან საქართველო მხოლოდ ერთხელ ახსენა, მაგრამ ფაქტია, რომ მის გამოსვლაში საქართველო მოიაზრებოდა როგორც რუსეთის იმპერიის ნაწილი. ერთადერთი სწორი გამოსავალი არის, უკრაინის ძალიან პრინციპული მხარდაჭერა, მჭიდრო ურთიერთობაში ჩვენს დასავლურ პარტნიორებთან, რომ წინ აღვუდგეთ რუსეთის აგრესიას“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.