1750246026
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში რიგით 124-ე შეხვედრა იწყება. მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ.
ქართული მხარე კვლავ მოითხოვს უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებას. შეხვედრაზე ასევე განიხილავენ თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის საკითხს და უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებს.