დაბერების პროცესი საგრძნობლად შენელდება, თუ ამ პროდუქტებს ხშირად მიირთმევთ
1739910444
"ალბათ სიტყვები ზედმეტია, თუმცა უნდა მოვახერხოთ ვუთანაგრძნოთ, ვანუგეშოთ - თუკი რამენაირად ეს შესაძლებელია", - უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"ენით გამოუთქმელი ტრაგედიაა ორი პატარის გარდაცვალება. ალბათ სიტყვები ზედმეტია, თუმცა უნდა მოვახერხოთ ვუთანაგრძნოთ, ვანუგეშოთ - თუკი რამენაირად ეს შესაძლებელია…
პარალელურად, წარმოუდგენელ არაადამიანობას ვაწყდებით: ოღონდ პოლიტიკური ქულები დაიწერონ და ამ ტრაგედიაზე გეგმები განაახლონ, ყველაფერს კადრულობენ, მათ შორის ტყუილებსაც, რომ თითქოს ბავშვები ჯართს აგროვებდნენ, რომ თითქოს იქ მშენებლობის ადგილია, მშენებლობა მიმდინარეობდა, საძირკველისთვის ამოღებული თხრილი იყო და ა. შ.
ჯართი, მშენებლობა… სიცრუისთვის, სიმძაფრისთვის და ხალხის გაგიჟებისთვის მოგონილი მავნებლობა და მთავარი მტკიცებულება იმისა, რამდენად არ ადარდებთ ბაშვების გარდაცვალებაც კი, ოღონდ თავიანთი გამარგინალებული გეგმები ოდნავ გამოაცოცხლონ… აქაც სარგებელს ეძებენ…
იქნებ ყველამ გაათვითცნობიეროს, რომ ახლა იმ პატარა ანგელოზების ოჯახებს გვერდით დგომა ჭირდება და არა, ისედაც უდიდესი ტრაგედიის, ტყუილებით და ბინძური პოლიტიკური მიზნებით დამძიმება!" - წერს მამუკა მდინარაძე.