ემანუელ მაკრონი: პალესტინის სახელმწიფოს აღიარება არის გზის დასაწყისი - გზის, რომელიც საბოლოოდ მშვიდობამდე მიდის

ემანუელ მაკრონი

 საფრანგეთის პრეზიდენტი დასავლური ქვეყნების მიერ პალესტინის აღიარების შეახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მშვიდობისკენ გზა არის.

„საფრანგეთს სურს ორი სახელმწიფო, რომლებიც ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად ცხოვრობენ. გვსურს ისრაელის სახელმწიფო, რომელიც აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს და პალესტინის სახელმწიფო, რომელიც აღიარებს ისრაელის სახელმწიფოს, პალესტინის სახელმწიფო, რომელიც დემილიტარიზებული იქნება და რომელიც მშვიდობიანად იცხოვრებს ისრაელის გვერდით. სწორედ ამას მივაღწევთ 22 სექტემბერს ნიუ-იორკში. ეს აღიარება არის გზის დასაწყისი - გზის, რომელიც საბოლოოდ მშვიდობამდე მიდის“, - აცხადებს მაკრონი.

კანადამ, ავსტრალიამ და დიდმა ბრიტანეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარეს.