ევროპის უმსხვილესი აეროპორტები შეფერხებით მუშაობს

აეროპორტები

ევროპის უმსხვილესი აეროპორტები შეფერხებით მუშაობს.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მიზეზი კიბერთავდასხმაა. ბრიუსელის აეროპორტში ბორტზე რეგისტრაციის ავტომატურ პროგრამას პრობლემები აქვს, თანამშრომლები მგზავრებს ხელით არეგისტრირებენ.

აეროპორტი ავიაკომპანიებს დღევანდელი რეისების ნახევრის გაუქმებას სთხოვს. იგივე პრობლემის გამო, რამდენიმე დღეა, ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას უშედეგოდ ცდილობენ ბერლინის, ბრანდერბურგისა და ლონდონის აეროპორტებშიც.