რეგულარულმა გამოყენებამ, შესაძლოა, სასიკვდილო პრობლემებამდე მიგიყვანოთ - უახლესი კვლევა
1758479466
გახარიას სამეგრელოს მოსახლეობა მიწების ნათესავზე გასხვისებაში ადანაშაულებს. ადგილობრივი ფერმერები ამბობენ, რომ სენაკის, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში 1 700-მდე ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაშენებული თხილის პლანტაციებზე გამოცხადებულ აუქციონში თორნიკე ლათათიამ იმიტომ გაიმარჯვა, რომ ის გახარიას ნათესავი იყო.
ერთადერთი პირი, რომელზეც ადგილობრივი საუბრობდნენ, სწორედ თორნიკე ლათათიაა. ის ჩხოროწყუს, აბაშას, სენაკის, მარტვილის გარდა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისში გაშენებული ნუშისა და თხილის მწარმოებელი კომპანიის დირექტორია. "კურიერი P.S.-თან" სატელეფონო საუბარში, ლათათია აუქციონში გამარჯვებასთან მისი ნათესავის - გიორგი გახარიას კავშირს უარყოფს.
თორნიკე ლათათიას ეკუთვნის რამდენიმე კომპანიაც - "ლურჯი ბაღი", "ნიუ ფორს ენერჯი" და "კრიპტო მაინინგი", რომლებიც საკუთარი საცხოვრებელი სახლის მისამართზე აქვს დარეგისტრირებული. წყარო "კურიერი P.S.-ს" უყვება, რომ ლათათიას ყველა კომპანიის უკან სწორედ გიორგი გახარია დგას. ბრალდებებს უარყოფს ექსპრემიერის ნათესავი და ამტკიცებს, რომ არცერთი ბიზნესი მოქმედი არ არის.
ლათათიას არ ახსოვს არც თავისი ნათესავის პარტიისთვის შეწირული 35 000 ლარიც.
ის, რაც ლათათიას არ ახსოვს, დასტურდება ოფიციალური დოკუმენტებით - 2021 წლის 1 ნოემბერს მან გახარიას პარტიას 15 000, 2021 წლის 5 ოქტომბერს კი 20 000 ლარი შესწირა.
ერთადერთი, რასაც ლათათია არ უარყოფს, გერმანიაში მყოფ ექსპრემიერთან ნათესაური კავშირია.
ლათათიასგან განსხვავებით, გახარიასთან მეგობრობასაც კი უარყოფს გიორგი ციცქიშვილი, რომელიც, წყაროს ინფორმაციით, დღემდე ექსპრემიერის იმ სახლში ცხოვრობს, რომელიც გახარიას 2014 წლის დეკლარაციაში ოფიციალურად იყო ასახული და 2016 წელს საჯარო ფინანსური დოკუმენტიდან გაქრა. "კურიერი P.S.-მა ციცქიშვილს სწორედ წავკისში მიაკითხა, თუმცა მან კამერებთან გამოჩენა არ ისურვა, სატელეფონო საუბარში კი მხოლოდ ის ფაქტი დაადასტურა, რომ გახარიას თანაპარტიელის - შალვა კერესელიძის დის ქმარია.
ციცქიშვილის სახელზე მხოლოდ წავკისში მდებარე სახლი არ არის. წყარო "კურიერი P.S.-ს" უყვება, რომ გახარიამ მის სახელზე გადააფორმა თბილისში, მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე ნაგებობაც, რომელზეც 4-სართულიან სასტუმროს აშენებენ. ექსპრემიერის 2014 წლის დეკლარაციის მიხედვით, ის გახარიას მეუღლეს, მარიკა ფანცულაიას ეკუთვნოდა, 2018 წლიდან კი დოკუმენტიდან ეს ქონებაც გაქრა. მესაკუთრედ გიორგი ციცქიშვილი ჩაიწერა. მის სახელზეა გაფორმებული რამდენიმე ბიზნესიც - "სამეფო კენკრა", "ქართული ვაზი" და "სამეფო ქვევრი". წყაროს ინფორმაციით, ყველა კომპანიის უკან გიორგი გახარია დგას. ინფორმაციის გადამოწმება ადრესატთან, გიორგი ციცქიშვილთან ვცადეთ, თუმცა გახარიას მეგობარმა კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
უძრავი ქონების ნაწილის გარდა, გიორგი გახარიას დეკლარაციებიდან გაქრა საკრედიტო დავალიანებებიც. პარალელურად, თანხები გაჩნდა სადეპოზიტო ანგარიშებზე. მათი წარმომავლობა გაურკვეველია. ექსპრემიერს, წლების განმავლობაში, თავის ფინანსურ შემოსავლებზე კონკრეტული პასუხი არ გაუცია.