საშიში ამინდის პირობები უკან მოვიტოვეთ... - მეტეოროლოგი უახლოესი დღეების პროგნოზზე

კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის შესახებ წერს.

„საშიში ამინდის პირობები უკან მოვიტოვეთ და საქართველოში მზიანი დღეები იწყება.მომდევნო 3 დღის განმავლობაში მშრალი და თბილი ამინდია მოსალოდნელი ყველგან და დღისით საგრძნობლად დათბება, განსაკუთრებით სანაპირო კურორტებზე +26 გრადუსამდე, დასავლეთის დაბლობზე +24, ხოლო აღმოსავლეთის ბარში +21 გრადუსი დაფიქსირდება.ზღვაც დამშვიდდება და მდინარეები თავის კალაპოტს დაუბრუნდება.არ არსებობს დაუსრულებელი უამინდობა, გისურვებთ ხშირ ღიმილს.“ - წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.