ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
„თუკი ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მარიონეტად ყოფნას, მან თავდაპირველად კითხვას უნდა გასცეს პასუხი: მიიჩნევდა თუ არა თავს ის მარიონეტად, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო?“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას.
„თუ კი ის ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მარიონეტად ყოფნას, მან თავდაპირველად კითხვას უნდა გასცეს პასუხი: ის მიიჩნევდა თუ არა თავს მარიონეტად, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო? კიდევ ერთხელ ვამბობ, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ასეთი განცხადებები და კომენტარები არ ეკადრება. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვაკვირდებით მისგან რამდენი ხანია და ამაზე საზოგადოებამაც პასუხი გასცა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარტიის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა:
„ბიძინას თუ ჰგონია, ამ მარიონეტების ხელით რასაც ახლა აკეთებს, აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის, ან ეს პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული არ იქნება, ძალიან ცდება“.