პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გთავაზობთ, ერთ წლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ საქართველოში მშვიდობის სადღეგრძელოზე, როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში არის ომი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რა დონეზე კომიკურები არიან ეს ადამიანები [რადიკალური ოპოზიცია], რომ მშვიდობა როცა გამოგვაქვს სლოგანად, ესეც კი აღიზიანებთ, ისე, როგორც ჯვარი აღიზიანებდათ.
ეკლესიას იმდენად მტრობენ რომ ჯვარი აღიზიანებდთ. მშვიდობას იმდენად მტრობენ, რომ სლოგანმა გააღიზიანათ. სინამდვილეში მათ აღიზიანებთ არა წარწერა და სლოგანი, არამედ მათ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა აღიზიანებთ, რადგან ისინი არიან ომის პარტია. მათ აქვთ პირდაპირი განზრახვა, რასაც ვერ მალავენ, რომ სურთ ომი საქართველოში. ეს არის სურვილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქვს და იგივე სურვილი გვაქვს ჩვენ უკრაინელი მეგობრებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ წელს საახალწლო სლოგანი - „მშვიდობის ქალაქი“ იქნება. კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს, საახალწლო სლოგანი - „მშვიდობის ქალაქი“ წარმოეჩინათ როგორც ნიშნისმოგება უკრაინელების მიმართ.