ეკა სეფაშვილი: მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც რატომღაც ამ ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ავიწყდება ბევრ ქვეყანას

ეკა სეფაშვილი

 მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც რატომღაც ამ ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ავიწყდება ძალიან ბევრ ქვეყანას, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას.

„მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც რატომღაც ამ ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ავიწყდება ძალიან ბევრ ქვეყანას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენის ქვეყნის იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ვატარებთ მშვიდობის შენარჩუნებისათვის“, - აღნიშნა სეფაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვიდა.