„არ მენანები, შენ დანაშაულს არასდროს აღიარებ…“ - რას წერს ჯორჯინა
1769106385
პროცესი მიმდინარეობს კანონის სრული დაცვით და სასამართლო განჩინების საფუძველზე, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა სუს-ის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ სხვადასხვა სადისტრიბუციო ქსელსა და სუპერმარკეტში განხორციელებული შემოწმებების შესახებ საუბრისას.
ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ სხვადასხვა ტიპის პროდუქტზე ხელოვნურად გაზრდილი ფასების რეალური მიზეზების შესწავლა ხდება ფაქტობრივ დოკუმენტებზე დაყრდნობით და შემოწმებებიც სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება.
„ყველაფერი ეს იმის მანიშნებელია, რომ პრობლემის შესწავლა ხდება სიღრმისეულად, ფაქტობრივ დოკუმენტებზე დაყრდნობით და არა ვიღაცის ვარაუდითა და მონაყოლით. ფაქტია, რომ საქართველოში ფასები არარეალურად მაღალია და როგორც წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, ეს უნდა იყოს იმის შედეგი, რომ სადისტრიბუციო ქსელებსა და ქსელურ მარკეტებს შორის ხდება გარკვეული ტიპის ფასების არამართლზომიერად მატება საბაზრო პრინციპების შეუსაბამოდ. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს მონოპოლიური ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ეს არის წინასწარი დასკვნა და შეფასება, რაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ხოლო დოკუმენტების ამოღება კი, ემსახურება იმას, რომ სადისტრიბუციო ქსელებისა და ქსელური მარკეტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციების შესწავლის შემდეგ ეს ყველაფერი დადასტურდეს ან უარყოფილი იქნეს.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პროცესი მიმდინარეობს კანონის სრული დაცვით და სასამართლო განჩინების საფუძველზე. ეკონომიკური აგენტები (სადისტრიბუციო ქსელებსა და მარკეტებს ვგულისხმობ) თანამშრომლობენ გამოძიებასთან. მათ წარადგინეს ყველა ის დოკუმენტი, რაც იყო მოთხოვნილი - ინვოისები, ხელშეკრულებები, საბუღალტრო დოკუმენტები, ფაქტურები და ა.შ.“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.