ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ ქუთაისში 84.1% მიიღო

ეგზიტპოლები

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების პირველადი შედეგები ცნობილია.

ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით ქუთაისში 84.1% მიიღო.

„ქართული ოცნება" 84.1%„საქართველოსთვის“ 3.6%„გირჩი“ - 3.6%„ლელო საქართველოსთვის" - 3.4%„კონსერვატორები საქართველოსთვის" - 2.7%სხვა პარტიებმა საერთო ჯამში ხმების 2.6% მიიღეს.ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-მ ეგზიტპოლი ჩაატარა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი. კვლევა ტარდება ჯამში 150 შემთხვევით უბანზე, პლანშეტების გამოყენებით, სადაც ამომრჩევლები თავად ნიშნავდნენ, თუ რომელ პარტიას და მერობის კანდიდატს მისცეს ხმა. ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 2%-ია.