„ვსაუბრობ ამ თემაზე, როგორი მძიმე მოსასმენიც არ უნდა იყოს...“ - გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1750361890
არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას განცხადება იმის თაობაზე, რომ ორგანიზაციის არქივის უდიდესი ნაწილი განადგურებულია, რათა "სენსიტიური ინფორმაცია ხელში არავის ჩაუვარდეს", პოლიტიკური შეფასებების თემაა.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" პირად ინფორმაციას სწორედ ზეწოლის მიზნით იყენებს.
"ეჭვი მეპარება, რომ კეთილსინდისიერად დამუშავებისთვის სჭირდებოდეს ბატონ რაჟდენ კუპრაშვილს, ზუსტად ზეწოლისთვის სჭირდება სხვადასხვა სახის მონაცემების ამოღება. მე ნამდვილად არ შევალ იმ დეტალების განხილვაში "საფარი" რა სახის მონაცემებს ამუშავებს და რასთან დაკავშირებულია მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ეს განსაკუთრებით სენსიტიურია, ეს არ არის ისეთი "ენჯეო", რომელიც ადამიანის უფლებების მიღმა სხვა რაღაცაზე მუშაობს," - აცხადებს ლევან სანიკიძე.
პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე კი აცხადებს, რომ "საფარმა" სწორედაც პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით მიიღო ეს გადაწყვეტილება.
"სწორედაც რომ პერსონალურ ინფორმაციას იყენებს "ოცნება" სრულიად სხვა მიზნებით და არ მგონია, აქ რამე დასამალი ჰქონდეს ამ არასამთავრობო ორგანიზაციას. პერსონალური ინფორმაციის დაცვა არის მათი ვალდებულება და, როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ მიიღეს ამ არქივის განადგურების გადაწყვეტილება," - აცხადებს გიორგი შარაშიძე.