1762461640
EBRD-ისა და ADB-ის შემდეგ, მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) შემდეგ, მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა.
ამ მაჩვენებლით, საქართველო რეგიონში ლიდერ პოზიციაზეა და მკვეთრად უსწრებს ყველა მეზობელი ქვეყნის მონაცემებს:
სომხეთი - 5.2%-იანი ეკონომიკური ზრდა;
აზერბაიჯანი - 1.9%-იანი ეკონომიკური ზრდა;
რუსეთი - 0.9%-იანი ეკონომიკური ზრდა.
თურქეთი - 3.5%-იანი ეკონომიკური ზრდა.











