პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმ წარმატებით, რასაც შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში მივაღწიეთ - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე.
"ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმ წარმატებით, რასაც შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ამ 30 წელში მივაღწიეთ. მე ამას ვხედავ ყველგან, სადაც მივდივარ. ვხედავ იმ სკოლებში, რომელიც "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" მეშვეობით ერთად ავაშენეთ, ვხედავ იმ პროდუქციაში, რომელსაც ფერმერები აწარმოებენ და ახალ ბაზრებზე უფრო მაღალ ფასად ყიდიან, ვხედავ იმ არაჩვეულებრივ საქმიანობაში, რასაც სანაპირო დაცვის, სასაზღვრო პოლიციის, საბაჟოსა და სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლები ასრულებენ. რა თქმა უნდა, ვხედავ ძლიერ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალების მამაც წარმომადგენლებთან, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებასა და საზღვრებს იცავენ.
ჩვენთვის პატივია, რომ ამ დღის აღსანიშნ ღონისძიებას ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი. ვფიქრობ, ეს იმის ნიშანია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო შეერთებული შტატებისთვის,"- განაცხადა კელი დეგნანმა.