კანადაში მედდამ ავარიის მსხვერპლის გადარჩენა სცადა, რომელიც მისი შვილი აღმოჩნდა
1753381002
ოპოზიციური ერთობა ვერ შედგა - თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლების ოპონენტები ერთმანეთთან ოპონირებენ. პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე აცხადებს, რომ "ლელო - ძლიერი საქართველოსა" და გახარიას პარტიის გადაწყვეტილებამ შიდა ოპოზიციურ განხეთქილებას შეუწყო ხელი.
"ძალიან უარყოფითი მოვლენაა, რაც "ლელომ" გააკეთა, მთლიანი პროცესი დააზიანა და შიდა ოპოზიციურ განხეთქილებას შეუწყო ხელი. გახარიას პარტიას კი მაინც იგრძნობა, რომ ახალი წამოსულები არიან "ოცნებიდან."
ისინი მიდიან ქართველი ხალხის ინტერესის საწინააღმდეგოდ, გადიან ბრძოლაში, რომელიც ბრძოლაც არ არის," - განაცხაა ლევან სანიკიძემ.
რაც შეეხება "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრების პოზიციას, ნიკა ჩერქეზიშვილი ამბობს, რომ "ის პარტიები თუ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც არ წყვეტენ ოპოზიციის ოპოზიციობას, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა ეძახდნენ მოღალატეს." ნიკა ჩერქეზიშვილი ოპოზიციონერ კოლეგებს "ფოკუსის გასწორებისკენ" მოუწოდებს.