სააკაშვილის შიმშილობა ცუდ დროს დაემთხვა, შიმშილობის პირველი კვირა მაინც რუსეთ-უკრაინის მოვლენებით იქნება გადაფარული - იაგო ხვიჩია

მიშა

მგონი, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა ცუდ დროს დაემთხვა. მისი შიმშილობის პირველი კვირა მაინც გადაფარული იქნება რუსეთ-უკრაინის მოვლენებით. მერე რა იქნება, ვნახოთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„შიმშილობის აქტი ტარდება იმისთვის, რომ ადამიანთა ყურადღება მიიქციოს. როცა ყურადღების მისაქცევ გზაზე კონკურენტულად პუტინის საათ-ნახევრიანი გამოსვლა გაქვს და აქედან გამომდინარე მოვლენები, ეს მარტივი არ არის. მიხეილ სააკაშვილს ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებას ვუსურვებ.

შიმშილობის დაწყების მიზეზი გავიგე – ციხეში ყოფნა ადამიანს არ მოსწონს, არ არის კარგი ციხეში ჯდომა, მაგრამ ვისურვებდი, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა მომხდარიყო. მისი გადაყვანა დასავლეთის სანდო კლინიკებში უნდა მომხდარიყო და ამ ყველაფერს ავცდებოდით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.